logo_geo
eng_logo
ბიჭები, რომლებიც მოედანს არასდროს დაანგრევენ...
- +

15 მაისი. 2016. 15:02



„ბიჭები, რომლებიც მოედანს არასდროს დაანგრევენ" -  „რეპორტიორი" მამუკა კვარაცხელიას ბლოგს გთვაზობთ:


ბესიკ ამაშუკელი 1972 წლიანებში გიორგი ნემსაძესთან ერთად ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა, მახსოვს, ჭაბუკთა პირველობაზე ერთ­ერთ

თამაშში საკუთარი მეკარისგან რომ მიიღო ბურთი, ყველა მეტოქე მოატყუა გზაზე

და გოლი გაიტანა...


არაერთხელ გამხდარა ბავშვთა თუ ჭაბუკთა ტურნირების საუკეთესო მოთამაშე, ერთხელ

პრიზი თვით ლეგენდარულმა გავრილ კაჩალინმაც გადასცა, ოთხმოცდაათიანებში...

 


ოზურგეთის მერცხალში ნიკა ამირეჯიბის მწვრთნელობისასაც გაიბრწყინა, თუმცა

მალევე ჩაქრა... ახლა მისი ვაჟი ­ უმცროსი ბესო ამაშუკელი აგრძელებს კარიერას

ბალტიისპირეთში. ბესოს ოთხი შვილი ჰყავს და ყველა ­ ფეხბურთელი!

 


თუმცა ამ სტატიის მიზანი მისი ფეხბურთელობა არაა, მისი მწვრთნელობაზე

უნდა მოგიყვეთ. დღეს, როცა ვაიბიზნესმენებმა კაპიკებში ჩაიგდეს ჩვენი მიწები და

სტადიონები ხელში და ჩვენი (და თავიანთი!) შვილების მომავალს ღუპავენ ფულის

გამო, ბესოსნაირი ბიჭები მივიწყებულ მოედნებს აცოცხლებენ და ცდილობენ

პატარები ქუჩას მოაცილონ.



ბესომ და მისმა მეგობარმა მამუკა გაბრიჭიძემ ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე, 88­ე

სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამ პატარა მოედანზე გადაწყვიტეს გუნდების

ჩამოყალიბება, სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეკა ჯამაგიძესაც მოელაპარაკნენ ­ 2

მოედანი შეძლებისდაგვარად გაასუფთავეს და უკვე მეხუთე თვეა პატარების

ჟრიამული აცოცხლებს ამ მივიწყებულ მოედნებს და მერიის თასზე გამოდიან 2005

წლიანებში. სულ ოცამდე ბავში ვარჯიშობს, არადა, თუ მერიიდან ან განათლების

სამინისტროდან მესამე, შედარებით დიდი მოედნის კეთილმოწყობაშიც მიეხმარებიან,

ბავშვთა რაოდენობა რამდენჯერმე გაიზრდება.

 

 

 

 

 


გავა დრო, ბესო და მამუკა მასწავლებლის ბიჭები გაიზრდებიან, ზოგი ითამაშებს, ზოგიც ­ ვერა, მაგრამ ერთ რამეში კი ნაღდად დარწმუნებული ვარ ­ ეს ბიჭები ნამდვილ ქართველ კაცებად გაიზრდებიან და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბიზნესმენი გამოვიდა, აზრადაც არ მოუვა სტადიონების დანგრევა და კორპუსების აშენება მათი მამების თაობის ზოგი ვაიბიზნესმენ­ვაიინვესტორივით...


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner