logo_geo
eng_logo
ერდოღანი ხაშოგის მკვლელობაზე: ასეთი მხეცური დანაშაულის დაფარვის მცდელობა კაცობრიობის სინდისს ეწინააღმდეგება
- +

23 ოქტომბერი. 2018. 14:35

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ჯამალ ხაშოგის ოჯახს, საცოლეს და საუდის არაბეთის მოსახლეობას მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა გულდასმით იყო მომზადებული.

 

„ხაშოგის მკვლელობა გულდასმით იყო მომზადებული. 15 ადამიანი საუდის არაბეთიდან სპეციალური მისიით ჩამოვიდა. ასეთი მხეცური მკვლელობის დაფარვის მცდელობა კაცობრიობის სინდისს ეწინააღმდეგება. თუ ერ-რიადი აცხადებს, რომ ჟურნალისტის სხეული დანაშაულის თანამონაწილემ წაიღო, მაშინ მათ ამ თანამონაწილის ვინაობა უნდა დაასახელონ“, - აღნიშნა ერდოღანმა.

 

მისივე თქმით, ვინაიდან საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულზე, პასუხისგებაში უნდა მიეცეს თურქეთის ფარგლებს გარეთ მყოფი მისი ყველა თანამონაწილეც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner