logo_geo
eng_logo
შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

24 თებერვალი. 2016. 15:08



შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული მამია ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ მამია ა-მ მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში, ნაქირავებ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას, 1975 წელს დაბადებულ ლექსო ზ-ს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა მამია ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში წყალტუბოში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner