პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრი მამუკა მდინარაძე სავარაუდოდ, პარტია საარჩევნო სიაშიც იქნება.
„ასეთი დათქმა არ არსებობს, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან აბსოლუტურად ყველა იქნება სიაში. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ზოგი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილებას გუნდურად მივიღებთ და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი", - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ „ქართული ოცნების" რიგებში გაწევრიანების მოტივაციას, მდინარაძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობას აღნიშნულმა პარტიამ ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა.