logo_geo
eng_logo
თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოში ბრუნდება
- +

23 ოქტომბერი. 2018. 20:06

 

 

თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური დღემდე არ დაბრუნებულა.

 

თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტის  საქართველოში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის დახმარებით  მოხდა.

 

 

ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა პორტრეტის შესასყიდად 1Stdibs  გალერეასთან დაიწყეს მოლაპარაკება. ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც სრული - ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის შესაძენად.  რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, საბოლოოდ, უნიკალური პორტრეტი „ქართუ“ ფონდმა 38,400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

 

24  ოქტომბერს  თეატრის, მუსიკის,  კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში  გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „სამეფო საგანძურის დაბრუნება - თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოში ბრუნდება“.   სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში 17:30 საათზე გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner