logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: სოლიდარობა ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტებს!
- +

23 ოქტომბერი. 2018. 22:20

 

 

გულწრფელად ვუთანაგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია „იბერიის" კოლექტივს. და, რა თქმა უნდა, არ მომწონს ვითარება და ვაპროტესტებ მის დახურვას. მით უმეტეს, როცა ეს გაკეთდა tv-მეპატრონეთა არამარტო პრიმიტიული მენეჯმენტისა გამო, არამედ მზაკვრული ფინანსური და პოლიტიკური გათვლებით.

 

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ შემოქმედებითი კოლექტივი ჩაითრიეს ბინძურ თამაშში. გამოიყენეს და გადააგდეს სამარცხვინოდ.

 

მე ერთხელ საჯაროდ განვაცხადე: ცრუპენტელაა ეგ თქვენი ქალბატონი ნატო ჩხეიძე. და არა მარტო ის...

 

ზოგიერთ მაქაურ ჟურნალისტს, ზოგიერთ ვითომ გამოცდილს და ზოგიერთ "დამწყებს" კი ოდნავ მაინც არ წვავს სირცხვილის გრძნობა იმ უზნეო, აშკარად დაკვეთილი, შეურაცხმყოფელი, პროფესიულად "სასაცილო" და დაუფარავი "შურისმაძიებელი" სიუჟეტების გამო, რომელთა მომზადება დაგევალათ "ოქუაშვილ ფიქჩერსის" გეგმის განსახორციელებლად?

 

ადრინდელმა მაგალითმა, როცა tv-დან "მოისროლეს" დაკვეთების შემსრულებელი მოჟურნალისტო ტიპაჟი, ახლა მაინც არ დაგაფიქრათ?

 

დავაკონკრეტო ფაქტებით?

 

და მაინც: სოლიდარობა ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტებს! თანამედროვე სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილებმა გახსნან „მუთაქები“ და დააკმაყოფილონ ამ კოლექტივის კანონიერი მოთხოვნები! სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს!

 

https://ipress.ge/new/iberiis-operatori-nato-chkheidzem-gvitkhra-chems-nakhatebs-rom-gavqhidi-khelphas-mere-gadagikhdito/?fbclid=IwAR3WskZJY8m3_n_F39SspyHeiHBPomqRbn87gRDYLBmdhWOOIiWNvfpLkuQ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner