მაკა რაზმაძის გადაცემაში „პრიორიტეტები" მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის" წევრთან დებატებისას განაცხადა, რომ აღნიშნული პარტია პარტიულ ინტერესებს სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა აყენებს, ხოლო მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის დავალებებს ასრულებს.
„იბერია დანგრეული... „იმედი" დარბეული, დანგრეული, ხალხი დახვრეტილი... დღეს ფეხზე დგახართ, ლაპარაკობთ. კარგით რა, მეტი რა ქნას ამ მთავრობამ?! ხომ არის რაღაც სამართალი, ხომ არ შეიძლება პარტიული ინტერესები ქვეყანაზე წინ დააყენო", - მიმართა „ლეიბორისტული პარტიის" წევრს ბადურაშვილმა.