კითხვას - რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა მოქმედი ხელისუფლების პირობებში -კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი პასუხობს, რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან ძალადობა საზოგადოებასა და მედიაზე აღარ არსებობს.
„ერთერთი, რაც ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა არის ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე", - აღნიშნა მან და ყოფილი ხელისუფლების დროს დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები გამოქვეყნა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს დაშავდნენ.