logo_geo
eng_logo
სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნები დღეს გაიმართება
- +

24 ოქტომბერი. 2018. 10:25

 

სომხეთის პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ, 24 ოქტომბერს გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან 16 ოქტომბერს გადადგა. მისი განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება მან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად მიიღო. მან პარლამენტში წარმოდგენილი პარტიებისგან გარანტია მიიღო, რომ ისინი ორჯერ ჩააგდებენ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის არჩევნებს, რაც ავტომატურად პარლამენტის დათხოვნას გამოიწვევს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner