logo_geo
eng_logo
ისრაელის წამყვანი სპეციალისტები ქართველ პაციენტებს რთული პათოლოგიების ოპერაციებს უფასოდ ჩაუტარებენ
- +

24 თებერვალი. 2016. 15:16

 

 

2016 წლის 24 თებერვალს, 11 საათზე  გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ისრაელის წამყვანი ქირურგები - რან შტეინბერგი (ჰაიფას სამედიცინო (რამბამ) ცენტრი, ბავშვთა ქირურგიის და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), პროფესორი იცხაკ ვინოგრადი (სოურასკის სამედიცინო ცენტრის დანა-დვაკის ჰოსპიტალის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), პროფესორი არკადი ვაჩიანი (ბავშვთა ქირურგი) და პროფესორი ამირ ჰადაში ქართველ კოლეგებთან ერთად რთული ქირურგიული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.


ოპერაციების უმრავლესობა, მათ შორის გირნშპრუნგის დაავადების, უკანა ტანისა და საყლაპავის ატრეზია, საქართველოსთვის თანამედროვე, ლაპარასკოპიული მეთოდით ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ბავშვთა ქირურგიის ახალ ეტაპზე გადასვლას.


ისრაელის წამყვანი ქირურგების ვიზიტი საქართველოში 22 თებერვალს დაიწყო, პროფესორებმა ჩაატარეს კონსულტაციები თსსუ-ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.


23 და 24 თებერვალს სპეციალისტებმა ამავე კლინიკაში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლექციები წაიკითხეს.


აღნიშნული ვიზიტის დროს მიღებული პრაქტიკული გამოცდილება და ინფორმაცია მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს  სტუდენტების, რეზიდენტებისა და ექიმების პროფესიული მომზადების ზრდას.


საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი მიზნად თსსუ-ში უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების პროფესორების მოწვევას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, საქართველოში თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და განვითარებას ისახავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner