logo_geo
eng_logo
გიორგი ბარამიძე: „ნაციონალური მოძრაობა" თანახმაა, ითანამშრომლოს ყველა პროდასავლურ ძალასთან
- +

15 მაისი. 2016. 17:35


 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება ითანამშრომლოს ყველა პროდასავლურ ძალასთან.

 

 

გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია

 

 

არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შეიძლება ცალკეულმა წევრმა თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ახლა მთავარია ჩვენი გონების და ძალისხმევის კონცენტრირება არჩევნების მოგებაზე და შემდგომ გამოჩნდება, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი პარტნიორი პოლიტიკაში. ჩვენი აზრია, რომ შევეცადოთ, ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურად მოაზროვნე ძალასთან",-განაცხადა ბარამიძემ.

 

 

მისივე თქმით, თანამშრომლობით უფრო მეტი საქმე გაკეთდება, ვიდრე კონფრონტაციული პოლიტიკით

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner