logo_geo
eng_logo
თეიმურაზ მეფის პორტრეტი ხვალიდან დამთვალიერებელს ელოდება
- +

24 ოქტომბერი. 2018. 21:17

 

 

დღეს ხელოვნების სასახლეში უნიკალური ექსპონატის - ცნობილი მხატვრის ალექსანდრე ანტროპოვის მიერ შესრულებული თეიმურაზ მეფის პორტრეტის დაბრუნებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.

მიღებას კულტურის მოღვაწეები და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.

სასახლე ხვალიდან დამთვალიერებელს სამეფო საგანძურის სანახავად ელოდება - ფერწერული ნამუშევარი 257 წლის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა. 2 დღის განმავლობაში მუზეუმის კარი ღია იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის და სამშობლოში დაბრუნებული პოეტი მეფის პორტრეტის ნახვა ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობის და ღირებულების ექსპონატის ქვეყანაში დაბრუნება პირველი შემთხვევაა. თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტის საქართველოში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ დახმარებით მოხდა.

ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა პორტრეტის შესასყიდად 1Stdibs გალერეასთან დაიწყეს მოლაპარაკება. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც სრული - ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner