logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: არაა გამორიცხული, თანამოაზრეებთან ერთად პარტია შევქმნა
- +

15 მაისი. 2016. 17:37



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა, შესაძლოა, საკუთარი პარტია შექმნას.



ბოლომდე დავრჩები უმრავლესობაში, თუმცა თავისუფალი მანდატით. არ ვაპირებ ოპოზიციაში წასვლას ან სხვა პარტიასთან გაერთიანებას. არაა გამორიცხული, თანამოაზრეებთან ერთად პარტია შევქმნა. ძირითადად ეს იქნება პროქართული ძალები ეროვნული შეხედულებებით და არა პრორუსული, როგორც ამას ახლა ეძახიან. ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან", - განაცხადა მეჭიაურმა.



მისივე თქმით, დარჩება თუ არა პარტია „ქართული ოცნებაში", მომავალ კვირას, მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner