logo_geo
eng_logo
მიხეილ მაჭავარიანი: თუ ორივე მხარე ამ კრიტერიუმს დავაკმაყოფილებთ, ბურჭულაძესთან იქნება თანამშრომლობა
- +

15 მაისი. 2016. 17:40



გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტევიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი  პაატა ბურჭულაძისა და ნაციონალური მოძრაობის შესაძლო გაერთიანებაზე შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ  გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ამას არ გამორიცხავს:



პაატა ბურჭულაძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ნაციონალური მოძრაობის მთავარ მიზანს ივანიშვილის მმართველობის დასრულება და არსებული კრიზისის დაძლევა წარმოადგენს. მომავალი გვიჩვენებს, რომელი ძალები იქნებიან ამ ბრძოლაში თანმიმდევრულები და ვის ექნება დასავლური ღირებულებები. თუ ამ კრიტერიუმს დავაკმაყოფილებთ  ჩვენც და ბურჭულაძეც, ბუნებრივია, იქნება თანამშრომლობა",- აღნიშნავს მაჭავარიანი. მისი თქმით, ბურჭულაძეს შეგნებულად უვრცელებენ ხმებს, თითქოს იგი ნაციონალური მოძრაობის პროექტია.



ქოცები მას შეგნებულად უვრცელებენ ხმებს, რომ ის ჩვენი პროექტია. თავიანთი ჭკუით, ფიქრობენ, რომ ამით პაატას დააზარალებენ. მათიც კარგად მესმის. იციან, რომ ბურჭულაძის გამოჩენა მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. პრევენციული დარტყმები შედეგს არ მოუტანს. სულ უფრო იზრდება იმ პარტიების რაოდენობა, რომლებსაც „ქართული ოცნება" აღარ აწყობთ. უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ერთ მხარეს არიან ქოცები, ხოლო დანარჩენი პარტიები - მეორე მხარეს",-აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.



ამასთან, იგი ახალ პარტიასთან  „სახელმწიფო ხალხისათვის"  კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ეს ბურჭულაძის გუნდზე და მათ ეკონონიკურ პროგრამაზეც იქნება დამოკიდებული.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner