logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: მცირე ბიზნესის შემოსავლები გაორმაგებულია
- +

25 ოქტომბერი. 2018. 14:24

„მცირე ბიზნესის შემოსავლები გაორმაგებულია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ამ დროისთვის, უკვე დარეგისტრირებულია, დაახლოებით, 70 ათასი მცირე მეწარმე.

 

„მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან ანუ  გასული წლის საშუალო კვარტალურ შემოსავალთან შედარებით, მცირე ბიზნესის ბრუნვა 2-ჯერ არის გაზრდილი, რაც დადებითი მოვლენაა. მეწარმეები რეგისტრირდებიან, გამოდიან ჩრდილიდან, რადგან 1%-იანი გადასახადი მათთვის ტვირთი არ არის. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ რეფორმის დაწყების მიზანი არ იყო გადასახადების მობილიზება. ინიციატივა მიზნად ისახავდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რადგან შემოსავლების დაფიქსირებით, მცირე მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე. შესაბამისად, ყველა ის პრობლემა, რომელიც თითქოსდა ასოცირდება საბანკო რეგულაციებთან, ამ სახით პრაქტიკულად მოგვარებადია“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner