logo_geo
eng_logo
გია მეფარიშვილი: ფაქტია, სასამართლოში პოლიტიკურმა პრობლემატიკამ იჩინა თავი!
- +

24 თებერვალი. 2016. 15:19



ყოფილი მთავარი პროკურორი გია მეფარიშვილი სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას კრიზისულს უწოდებს. მისი თქმით, მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობდან გადაყენება  უსიამოვნო ფაქტია.


„დეტალების საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ რაც მოხდა, უსიამოვნო ფაქტია. აშკარაა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კრიზისული სიტუაცია იქნება! პირადად მამუკა ახვლედიანს არ ვიცნობ. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში მასთან შეხება არ მქონია. მის საქმიან და მორალურ თვისებებთან დაკავშირებით გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. თუმცა ვადევნებ თვალყურს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს და არ შეიძლება ეს არ მაღელვებდეს, რადგან სასამართლოს  რეორგანიზაციის პროცესში წვლილი მეც მაქვს შეტანილი. 90-იან წლებში მე  ვიყავი ერთ-ერთი, ვინც პირველი ნაბიჯების გადადგმაში იღებდა მონაწილეობას. როცა გაუმჯობესდა ვითარება, ეს რა თქმა უნდა, მახარებდა და სტიმულს მაძლევდა. ახლა რა სიტუაციაც არის შექმნილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა თუ სასამართლო სისტემაში, არ შეიძლება არ გაშფოთებდეს. პოლიტიკურმა პრობლემატიკამ რომ იჩინა თავი სასამართლოში, ეს ფაქტია და ძალიან ცუდი მოვლენაა. არ ვიცი, როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ ცხადია, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას", - განუცხადა „რეპორტიორს" მეფარიშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner