საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახალხო არტისტს გივი ბერიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ გივი ბერიკაშვილს.
მინდა მადლობა გადავუხადო მას ქართულ კინოში შეტანილი წვლილისთვის, იმ სიამოვნებისთვის, რასაც მისი ხელოვნება დღემდე ანიჭებს მაყურებელს. ბატონი გივი ბერიკაშვილი ჭეშმარიტად სახალხო არტისტია - თითოეული ქართველი მაყურებლისთვის ახლობელი და შინაური.
ვუსურვებ ბატონ გივის ჯანმრთელობას, მხნეობას და ხანგრძლივ შემოქმედებით მოღვაწეობას", - წერია პრემიერის მისალოც წერილში.