logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი გივი ბერიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
- +

15 მაისი. 2016. 18:47



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახალხო არტისტს გივი ბერიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.



დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ გივი ბერიკაშვილს.

მინდა მადლობა გადავუხადო მას ქართულ კინოში შეტანილი წვლილისთვის, იმ სიამოვნებისთვის, რასაც მისი ხელოვნება დღემდე ანიჭებს მაყურებელს. ბატონი გივი ბერიკაშვილი ჭეშმარიტად სახალხო არტისტია - თითოეული ქართველი მაყურებლისთვის ახლობელი და შინაური.

ვუსურვებ ბატონ გივის ჯანმრთელობას, მხნეობას და ხანგრძლივ შემოქმედებით მოღვაწეობას", - წერია პრემიერის მისალოც წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner