logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის სათავეში დავით ბაქრაძე იქნება
- +

15 მაისი. 2016. 19:41



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის სათავეში დავით ბაქრაძე იქნება, ათეული კი ძირითადად ახალი სახეებით დაკომპლექტდება.



როგორც პარტიის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საარჩევნო სიის ფორმირებაა.


 

პოლიტსაბჭოზე, როგორც წესი, განვიხილავთ პარტიის საორგანიზაციო საკითხებს, მათ შორის სამომავლო პოლიტიკურ პლატფორმას და ასევე ვიმსჯელებთ სიასთან დაკავშირებით, ახალ სახეებთან დაკავშირებით. ეს არის სამუშაო პროცესი", - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.



პარტიის სიაში ახალი სახეების დასახელებისგან პეტრე ცისკარიშვილი თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ  მათი გვარები საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია.



ჩვენ სიის პრეზენტაცია ამ დღეებში აუცილებლად გვექნება. ახალი სახეები თქვენს წინაშე თავად წარდგებიან და მოგახსენებენ თავიანთი კომპეტენციის შესაძლებლობების და წარსულის თაობაზე. მათ შორის იქნებიან ცნობილი სახეებიც, რომელთაც აქვთ ნათელი ხედვა ჩვენი ქვეყნისა, მომავლისა",- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner