logo_geo
eng_logo
ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
- +

25 ოქტომბერი. 2018. 18:07

 

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვაში ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  178-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“  და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ   ყაჩაღობისთვის ნასამართლევი  კ.ჭ. 2018 წლის 2 მაისს, ქ. ზუგდიდში, „ოქროს სავაჭრო ბირჟიდან“    მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ს.ჩ-ს   კუთვნილ  ოქროს  სამკაულებს,  რის შედეგადაც ს.ჩ.-ს მიადგა  45 399  ლარის  დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

სამართალდამცველებმა კ.ჭ. 2018 წლის 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის   178-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“  და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  შეეფარდა პატიმრობა.

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner