logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: გილოცავთ კონსტანტინეობას!
- +

15 მაისი. 2016. 21:38



ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ფოტოს ავრცელებს და საზოგადოებას მწერლის დაბადების დღეს, 15 მაისს ულოცავს:



„ფოტოზე მსახიობი მარინა თბილელი, მწერალი კონსტანტინე გამსახურდია და მისი ქალიშვილი თამარ გამსახურდია...

 

15 მაისი დიდოსტატის დაბადების დღეა! დიდ ადამიანებზე აღარ კითხულობენ რამდენი წლის გახდაო, რადგან ეპოქალურ პიროვნებებზე დრო და წლები აღარაფერს ნიშნავს...

 

გალაკტიონი კონსტანტინეს ეუბნებოდა მე და შენ ვეყოფით მეოცე საუკუნეს შენ შენი პროზით და მე ჩემი პოეზიითო... თუმცა ამ ორმა ბუმბერაზმა მეოცე საუკუნიდან ოცდამეერთე საუკუნეშიც თამამად გადმოაბიჯა!

 

ხვალ კონსტანტინეობაა! ხვალ ძველ აბაშაში მივემგზავრები მწერლის სახლ-მუზეუმში სადაც დიდი ღონისძიებაა დაგეგმილი!

 

ხვალვე თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კაბინეტი. გამოფენილი იქნება მწერლის ფოტო არქივი და მისი სამუშაო მაგიდა... გილოცავთ კონსტანტინეობას!"- წერს შონია. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner