საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გივი ბერიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 15 მაისს დაიბადა.
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ულოცავს მას დაბადების დღეს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და დღეგრძელობას უსურვებს!"- აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში, არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.