logo_geo
eng_logo
გორში ცხრა წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს
- +

25 ოქტომბერი. 2018. 23:32

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გორში ცხრა წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შს მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

 

ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

ადამიანები, რომლებმაც ბავშვი იპოვეს ჰყვებიან, რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. ისინი ამბობენ, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს.

 

ადგილობრივების განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დატოვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner