logo_geo
eng_logo
ზურაბ ხონელიძე: არ უნდა გავაფეტიშოთ ადამიანები...
- +

15 მაისი. 2016. 21:59



პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხონელიძე გადაცემაში „ერთიანი მშვიდობიანი კავკასია" საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს რიგი ფაქტორები, რაც ვერ ერთმა ხელისუფალმა ვერ გაითვალისწინა საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში.

 

„სად არის ჩვენი ინტერესი? როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ინტერესი? საუბედურდ ქვეყანას, რასაც თქვენ საგარეო პოლიტიკას ეძახით და ზოგადადა საზოგადოებას წარმოდგენილი აქვს საგარეო პოლიტიკა, აღრეულია მიზანი და საშუალება. კეთდება ერთი და იგივე ტიპის განცხადებები ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, რომ ჩვენი საგარეო ორიენტირი არის წარმატებული და ჩვენი პრობლემა არის საშინაო პოლიტიკაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ 25 წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკური მოღვაწის ცხოვრების წესი ვიხილეთ, შედეგი არის უარყოფითი. არ უნდა გავაფეტიშოთ ადამიანები, გვაქვს სამშობლო და უფალი ხომ?

 

ყველა ეპოქა დაემსგავსა იმ ადამიანებს, რომელიც იყო სახელმწიფოს სათავეში და ვერ მივხვდით, რომ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ გაიაზრა, რეალური ინტერესი დომინანტი ძალებისა.

რა თქმა უნდა ვიცით, რომ თავისუფლება არის აბსტრაქცია, მაგრამ დღეს საქართველოს თავისუფლების ხარისხი არის პირდაპირპროპორციული რუსეთ- ამერიკის ურთიერთობის ხარისხისა."

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner