საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა ოფიციალურად 25 ოქტომბერს გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ალბერტინას მუზეუმის დირექტორი კლაუს ალბრეხტ შრედერიდა გამოფენის კურატორი ბიშე კურიგერი უძღვებოდნენ.