logo_geo
eng_logo
კახა საბანაძე: შსს-ს ცხრა წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს მაქსიმალურად გამოიძიებს, კონკრეტული შედეგის დასადებად
- +

26 ოქტომბერი. 2018. 01:39

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ გორში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. საბანაძემ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

 

„მინდა ოჯახს მივუსამძიმრო, ეს არის საყოველთაო ტრაგედია და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს კონკრეტული შედეგის დადება. ამ ეტაპისთვის ვერსიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. გამოძიება დაწყებულია, აბსოლუტურად დეტალურად ვსწავლობთ შემთხვევის ადგილს, შესაბამისად როგორც კი რამე იქნება ცნობილი გავაკეთებთ განცხადებას. ყველა  საგამოძიებო მოქმედება ტარდება იმისთვის, რომ დადგინდეს დანაშაულის შესაძლო  ჩამდენი პირი," - განაცხადა კახა საბანაძემ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე  გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც  შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner