logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: სასამართლო სისტემაში პოლიტიკოსების ჩარევა დაუშვებელია!
- +

24 თებერვალი. 2016. 15:42

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ „მეორე არხის" ეთერში გადაცემა „არგუმენტების დროში" თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთების არანაირი სურვილი არ აქვს. მისივე თქმით,  სასამართლო სისტემაში პოლიტიკოსების ჩარევა მიზანშეწონილი არ არის.


„მე მართლა არ მაქვს სურვილი ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გავაკეთო და არა იმიტომ, რომ ვიღაც ამას გვიკრძალავს. სასამართლო ხელისუფლება არის ხელისუფლების სხვა შტო, რომელშიც დაუშვებელია პოლიტიკოსების ჩარევა. ჩვენი ყველა კომენტარი, მოსაზრება, ძალიან ხშირად  სხვადასხვაგვარად არის ინტერპრეტირებული. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყანაში ხელისუფლების დანაწილების გარანტიების შექმნას, რაც ადრე არ იყო. ჩვენმა მოსახლეობამ, ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის,  წინა ხელისუფლების დროს თუ რამდენად იყო აღრეული ხელისუფლების ყველა შტო. ჩვენ გვინდა, მკაცრად მივყვეთ იმ პრინციპს, რომ ხელისუფლების ყველა შტო იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. მე შეიძლება მქონდეს ჩემი პირადი შეხედულება, რომელიც  ჩემს მეგობარს გავუზიარო, თუმცა, ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, ამის საჯაროდ დაფიქსირება არასწორია. ეს ახალი ამბავია და   ღრმა ანალიზი სჭირდება, ამ ეტაპზე ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებ. მითუმეტეს, რომ აზრები მართლაც არის პოლარიზებული, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრების  მხრიდან, მოსამართლეების მხრიდან, ისე ბატონი ახვლედიანის მხრიდანაც. ბევრი შეკითხვა მაქვს ამ პროცესებთან მიმართებაში.   ", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner