logo_geo
eng_logo
ზურაბ ხონელიძე: გამოსავალი არის!
- +

15 მაისი. 2016. 22:38



პოლიტოლოგ ზურაბ ხონელიძის განცხადებით საქართველოს თავისი არჩევანი ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს, თუმცა, არჩევანი ბედისწერით უკვე ნაკარნახევია.


ხონელიძე გადაცემაში „ერთიანი შვიდობიანი კავკასია" მის მიერ შემუშავებულ კონცეფცია- „არჩევანზე" საუბრობს.


„როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ჩვენ აღმოვჩნდით სისტემის მიღმა. რუსეთის ფედერაცია ქმნის ახალ სისტემას, ეს მორალურია, მისაღებია, მომგებიანია თუ სხვა რამ, არაფერს არ ნიშნავს. ახლა რუსეთი ქმნის თავის სისტემას, „ევრაზიულ კავშირს", აშშ-ს აქვს თავისი სისტემა, ჩვენ ვართ სისტემის მიღმა. საქართველოს არჩევანი არ აქვს, საქართველოს არჩევანი ნაკარნახევია მისი ბედისწერით.

 

ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ჩართულნი რომელიმე ქვეყნის ინეტრესში იმიტომ, რომ წინააღმდეგობაში მოივდივართ მეორესთან. გამოსავალი არის!

ჩვენ შევძლებთ აშშ-ისა და რუსეთის მონაწილოებით შევქმნათ ახალი სისტემა, რომელიც იქნება ცალ-ცალკე არა ამერიკული ან რუსული სისტემის ნაწილი, რომელიც იქნება ერთიანი უსაფრთხოების სისტემის ნაწილი.

 

არ შეიძლება ქვეყნისთვის იყოს თვითმიზანი რომელიმე საერთაშორისო გაერთიანების წევრობა."- განაცხადა ხონელიძემ.  


 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner