logo_geo
eng_logo
შსს-ს ინფორმაციით, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული წარსულში ნასამართლევია
- +

26 ოქტომბერი. 2018. 11:18

 

 

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა გორში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

 

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner