logo_geo
eng_logo
4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

26 ოქტომბერი. 2018. 13:19

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 4 წლის გოგონას   განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე ს.მ. დამნაშავედ ცნო. 

 

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 13 ივნისს, ს.მ.-მ, ქ.ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა  მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის  დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ს.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner