ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნელ-ნელა საზოგადოება მავნე ჩვევებისგან თავისუფლდება.
„გუშინ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსთან- კობა კობალაძესთან ერთად მივედით საბურთალოზე ერთ ერთ კორპუსთან. თავისუფალი ადგილი არ იყო მანქანის გასაჩერებლად. ერთი იყო შშმ პირების და კიდევ საკმაოდ ფართო ტროტუარები ირივე მხარეს. არც უფიქრია ამ ადგილებზე გაჩერება. წავიდა და გააჩერა მანქანა 2 კვარტალის მოშორებით.
რათქმაუნდა ეგრე უნდა იყოსო! იტყვის ზოგიერთი. "უნდა იყოს" გრამაფონშია, მთავარია ქმედება. და აქვე გამახსენდა აქცია "მე გზას ვუთმობ სასწრაფოს". ძალიან კარგი აქციაა და შედეგიც მოყვა! ანუ შეგვძლებია...
და კიდევ ერთი დაკვირვება რომელიც მგონი ვერც შევამჩნიეთ. თბილისში ნელნელა გადავეჩვიეთ ქალაქის დანაგვიანებას. ყოველგვარი აქციების გარეშე! დანაგვიანება "ტეხავს" და ეს უკვე წესად არის ქცეული. ანუ ცუდი ჩვევების მოშორება შეგვიძლებია... სწორ გზას ვადგავართ, ვვითარდებით..."- წერს უძილაური.