logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე: ღმერთი არ გაგიწყრეთ და რამე არ მოგვატყუოთ!
- +

16 მაისი. 2016. 00:07


ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„როგორც იქნა, როგორც იქნა, როგორც იქნა სახელმწიფო კანცელარიასთან და განათლების სამინისტროსთან ელემენტარულზე, ყველასათვის ცხადზე, ისედაც გასაკეთებელზე შევთანხმდით. გვაწვალეს, გვაჩხუბეს და პრემიერ-მინისტრის ჩარევის შემდეგ პირველად საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღეს.

 

უახლოვეს მთავრობის სხდომაზე (სავარაუდოდ, ხუთშაბათს) კაბინეტი პარლამენტს გაუგზავნის კანონში შესატან შემდეგ ცვლილებებს. გთავაზობთ პრინციპებს:

 

1. ფაკულტეტის საბჭოებში სტუდენტების არჩევა მოხდება პირდაპირი წესით. სტუდენტს არ ექნება უფლება ერთდროულად იყოს ფაკულტეტის საბჭოსა და სენატის წევრი.

 

2. რექტორის მოვალეობის მოქმედ შემსრულებელს არ ექნება უფლება კენჭი იყაროს რექტორის არჩევნებში. (გამარჯობა -ნო დარეჯან, ცდუნებისგან გათავისუფლებული ხართ, ისე მე მაინც მჯეროდა, რომ იდიოტურ ნაბიჯს მაინც არ გადადგამდით)

 

3. სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ არსებული მუხლის მოქმედება ჩერდება. ვადაგასული სტრუქტურები დაშლილად გამოცხადდება. ახალი სტრუქტურები კი თვითმმართველობის ახალი კონცეფციის შემუშავებამდე არ იარსებებს. შეიძლება შემუშავების პროცესშიც გაუქმება გადაწყდეს, ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ.

 

ღმერთი არ გაგიწყრეთ და რამე არ მოგვატყუოთ! თორემ მერე სოფრომიზაციის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.

 

წამების შემდეგ მცირედიც სასწაულად გეჩვენება ადამიანს. ვერ გავიგე, რატომ გაგვამწარეს! თუმცა, ამ წუთამდე გვებრძვიან მთავრობის ის წევრები, რომელებიც მეასეხარისხოვან სამინისტროებს ხელმძღვანელობენ. ნუ გვაიძულებენ, რომ მივიდეთ მათ უწყებებთან, ახლოს არიან... ბოლომდე კბილებით იცავენ მათზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს.

 

მივიღეთ პირობა, რომ ერთ კვირაში დიდი, საყოველთაო პლატფორმის მუშაობის წესების შემუშავებაც დაიწყება. პლატფრომა განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიაზე იმუშავებს.

 

დიდი არაფერი, მაგრამ რაღაც ხომ არის? თან ხუთშაბათს ან მაქსიმუმ იქითა სამშაბათს უკვე იქნება ...

 

შეხვედრის ბოლოს ყველანი საყვარლები იყვნენ, მე და მინისტრმა ცხონებული ბუტროს გალის სიკვდილზეც ვილაპარაკეთ.

 

ასევე, ვულოცავ საქართველოს - გიორგი ხატიაშვილი ჯორჯიის შტატმა საჯარო ადმინისტრირების მაგისტრად აღიარა."



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner