logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: შეშფოთებულები ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ საქმის გარშემო მიმდინარეობს
- +

26 ოქტომბერი. 2018. 18:37

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან, გორში დატრიალებულ ტრაგედიაზე კომენტარი გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია ამ საქმის გარშემო მიმდინარე საუბრებით. მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მოუწოდა, პირველ რიგში გაითვალისწინონ ოჯახის ინტერესები.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგნებულად ამ საქმეზე იმაზე მეტ დეტალს, ვიდრე გავასაჯაროეთ, არ ვასაჯაროებთ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ შეშფოთებული ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ საქმის გარშემო რეალურად ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა წევრების მხრიდან. უმორჩილესად გთხოვთ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ამოვიდეთ ოჯახის ინტერესებიდან და  იმ ადამიანებს, ვინც ამ ფაქტებს აშუქებენ, და იმ ადამიანებს, ვინც რაიმე ტიპის ინფორმაცის ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თავი შევიკავოთ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება ოჯახი დააზიანოს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner