logo_geo
eng_logo
ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატმა მოინახულა - „დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს“
- +

26 ოქტომბერი. 2018. 20:16

 

 

გორში გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ი.ნ. წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა.

 

როგორც ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა, მაია გრიგოლაშვილმა პირველ არხს განუცხადა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

 

„შევხვდი ბრალდებულს. ამ ეტაპზე თავს დამნაშავედ არ ცნობს და იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ. საქმის დეტალებზე ბრალდებულს ჩემთან არ უსაუბრია და მეტ დეტალს ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

რაც შეეხება დაკავებული ი.ნ.-ს წარსულში ნასამართლობას და მისთვის მაშინ წაყენებულ ბრალს, ადვოკატისთვის ამის შესახებ უცნობია. „ვერაფერს დაგიდასტურებთ. ჩემთვის არ არის ცნობილი“, – განაცხადა მაია გრიგოლიშვილმა.

 

გორში ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. დღეს დააკავეს, ის წარსულში ნასამართლევია. ცხრა წლის გოგონა გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე  გუშინ საღამოს მოკლული იპოვეს.  ბავშვს ოჯახი გუშინ დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner