logo_geo
eng_logo
სოფელ აბასთუმანთან ავარიისას მოზარდი დაიღუპა
- +

26 ოქტომბერი. 2018. 21:52

 

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანთან ავარიის შედეგად მეცხრე კლასელი ბიჭი დაიღუპა.

 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილი რომელშიც, 14 წლის მოზარდი იჯდა, ფერდობიდან დაგორდა და ხრამში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მანქანას თავად მართავდა და ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner