logo_geo
eng_logo
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება 29 ოქტომბრამდე, ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას ზღუდავს
- +

27 ოქტომბერი. 2018. 11:55

 

 

საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას 29 ოქტომბრამდე ზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ავრცელებს.

 

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, 27 ოქტომბრის 20:00 საათიდან საქართველოსთან საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილება შეიზღუდება. გამშვები პუნქტების მუშაობა 29 ოქტომბერს 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner