logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: მომეწონა, რომ სამი პრემიერი იყო ყრილობაზე...
- +

16 მაისი. 2016. 01:30


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „ქართული ოცნების" ყრილობას აფასებს:



"ქართული ოცნების" ყრილობას ვუყურე.

 

1. ბოლოს და ბოლოს, ეგებ შევთანხმდეთ, დავაკანონოთ, დავაწესოთ, გადავწყვიტოთ - როდესაც ჟღერს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ამ დროს გულზე ხელს ვიდებთ თუ არა? ვიმეორებთ ჰიმნის ტექსტს თუ არა? ფეხზე რომ ვდგებით ამაზე ხომ შეთანხმებულები ვართ - და ეს საკითხიც მოვაგვაროთ რა... ივანიშვილი ტექსტს იმეორებდა, ღარიბაშვილი არ იმეორებდა მაგრამ გულზე ხელი ედო, კვირიკაშვილი არც ტექსტს იმეორებდა და არც გულზე დაუდია ხელი. ყველგან და ყველაფერში, წესრიგია საჭირო მეგობებო - წესრიგი!!!

 

2. მომეწონა რომ სამი პრემიერი იყო ყრილობაზე და სამივეს დიდი ოვაციებით დახვდნენ დელეგატები და მოწვეული სტუმრები.

 

3. ხმის დეფექტების დიდმა რაოდენობამ და გამომსვლელების ცუდმა განათებამ შემაწუხა, თუმცა - მთლიანობაში დეკორაცია არ იყო უხეირო.

 

4. კახი კალაძის, როგორც პარტიის გენერალური მდივნის გამოსვლა - მეცოტავა.მგონია, რომ ბევრად მეტი უნდა ეთქვა, ამ წლების მანძილზე, პარტიის მიერ გაწეულს საქმიანობაზე და უფრო მეტი - მომავალ გეგმებზე.

 

5. კვირიკაშვილის კანდიდატურა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ისე სწრაფად დაასახელეს, კენჭი უყარეს და აირჩიეს, რომ მიზანსცენაც კი ვერ შევაფასე.

 

6. არ ვიცი რას ნიშნავდა - კვირიკაშვილის ასე დაგვიანება ყრილობაზე? ყველა ალოდინა.... ეგებ თქვენ იცოდეთ - ასეთი ჩანაფიქრი იყო?

 

7. ერთი კვირის თავზე - ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდება, სადაც იგი მომავალ გეგმებზე ისაუბრებს და პასუხს გასცემს აქტუალურ კითხვებს. - ველი მომავალ შაბათს.

 

8. კვირიკაშვილი - დაგვპირდა რომ ბევრ ახალ სახეებს იხილავთ ჩვენს პარტიაშიო - კაია, ძალიან კაია!!! ზოგადად კაი სიტყვა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, თეზისებათ შეიძლება დაშლა და გააზრება. სინამდვილეში - დიახ ამ სიტყვაში ითქვა ის, თუ რას აპირებს ეს პოლიტიკური ძალა.

 

9. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, პირველი დავალებაც გასცა - "ხვალიდანვე დაიწყეთ შეხვედრები მოსახლეობასთან და ადგილზე გამოავლინეთ პრობლემური საკითხებიო."

 

10. რა თქმა უნდა, მეც თვალში მომხვდა - პოლიციის გადამეტებული რაოდენობა, სპორტის სასახლის გარშემო.

 

11. ძალიან არასასიამოვნო სანახავი იყო გარეთ, ქუჩაში ტომრებით დაყრილი "ქართული ოცნების" მაისურები. ხომ შესაძლებელია - მსურველებს ეს მაისურები, ცივილურად დაურიგდეს?

 

12. პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა:

1. კახი კალაძე

2. გია ვოლსკი

3. მანანა კობახიძე

4. ეკა ბესელია

5. ირაკლი სესიაშვილი

6. ირაკლი ტრიპოლსკი

7. თემურ ჭკუასელი

8. დავით საგანელიძე

9. ნოდარ ხადური

10. ზვიად კვაჭანტირაძე

11. გედევან ფოფხაძე

12. ირაკლი კობახიძე

13. დავით ბაქრაძე

14. დავით კოღუაშვილი

15. მამუკა მდინარაძე

16. ირინე ფრუიძე

17. რომან კაკულია

18. სოფიო კილაძე

19. აკაკი ზოიძე

20. ზვიად გინაძე

21. გიორგი კვირიკაშვილი

 

13. ბავშვები ძაან მაგრად მღეროდნენ - მაგრამ სამწუხაროდ არავინ წარუდგინა ისინი მაყურებელს. რა გუნდი იყო, ვინ იყვნენ, ან საიდან?

 

14. ევროკავშირისა და ნატოსკენ გვაქვს აღებული გეზო და ამ გზას არ გადავუხვევთო - ბრძანა პრემიერ-მინისტრმა.

 

15. სამწუხაროა, რომ ყრუ და სმენა--დაქვეითებულთათვის არ ხდებოდა გადმოცემა, ჟესტურ ენაზე.

 

16. პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში პარტიის ყრილობა, სადაც მხოლოდ 2 გამომსვლელი იყო.

 

17. რა თქმა უნდა გამარჯვებას ვუსურვებ "ქართულ ოცნებას". გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც განსაკუთრებული იმედით შესცქერის ჩვენი საზოგადოება. წარმატებებს - ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდრეოდ! აღსანიშნავია, რომ დარბაზში იყო რაღაცნაირად ბევრი წესიერი ადამიანი, იცით როგორი? აი არანაირ მამაძაღლობას, რომ არ ელი მათგან.

 

და ბოლოს, ამხელა პოლიტიკური მნიშვნელობის ამბავი, "ქართულმა ოცნებამ" - 1 საათში დაასრულა. მთელი საქართველოდან, 8000 (მგონი ამდენი სავარძელია იმ დარბაზში) ადამიანი იყო მობილიზებული სპორტის სასახლეში.

 

სწაფია ეს ოცნება - ძაან სწრაფია...

 

მთავარი რაც იგრძნობოდა - ეს სტაბილურობა, სიმშვიდე და იმედი იყო.

 

.. არასდროს, არც ერთი პარტიის ყრილობაზე არ ვყოფილვარ, არც მოსაწვევი მიმიღია, არც შემოთავაზება. ეტყობა იციან, რომ დღემდე არ მესმის, რა საჭიროა ეს ფორმალობები? ამდენი წვალება, ხალხის შეწუხება, სცენები, სპიჩები, დეკორაციები, ხმის დამთვლელი კომისიები... რა საჭიროა ყრილობა - რომლის შედეგი წინასწარაა ცნობილი?

 

თუმცა ასეა მთელ მსოფლიოში და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი.

 

მაგრამ, ეს ბავშვები - მართლაც ჯადოსნურად, ჯიგრიანად, ქართულად მღეროდნენ.

 

... გილოცავ ანა - ბრწყინვალედ ჩაიარა ამ რთულმა ღონისძიებამ. ვიცი რამდენი შრომა იყო საჭირო ამ შედეგისთავის. ბრავო!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner