logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალური მოძრაობისგან“ ეს არ არის გასაკვირი...
- +

16 მაისი. 2016. 01:32


ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ თუ პაატა ბურჭულაძის პარტია დამოუკიდებლად გავა არჩევნებზე, ის წაიღებს „ნაციონალური მოძრაობის" ხმებს.


მისივე აზრით, „ნაციონალური მოძრაობისგან" არ იქნება გასაკვირი პაატა ბურჭულაძესთან გაერთიანება, რადგან მათთვის ბურჭულაძე საფრთხეს წარმოადგენს.


"საინტერესო თემაა "ნაციონალური მოძრაობის" და პაატა ბურჭულაძის შესაძლო თანამშრომლობა.

ნაციონალური მოძრაობისგან" ეს არ არის გასაკვირი, რადგან მათთვის საფრთხეს წარმოადგენს ბურჭულაძე. მის გამოსვლას ოპოზიციური ტონალობა ჰქონდა და რამოდენიმე პუნქტში იმეორებდა კიდეც "ნაციონალური მოძრაობის" ფრაზებს, მაგრამ თუ კი დამოუკიდებლად გავა ბურჭულაძის პარტიას არჩევნებზე, ის წაიღებს ნაციონალების ხმებს, შესაბამისად ნაციონალებს ამ ეტაპზე აწყობთ, რომ შეერთდნენ ბურჭულაძესთან და მათ არ დაკარგონ ხმები",- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.


ის ფიქრობს, რომ ბურჭულაძე შეიძლება, არ იყოს თანახმა ამ თანამშრომლობაზე.


მე ველოდებოდი, რომ მისი პირველი სიტყვა უფრო დაბალანსებული იქნებოდ და მისი პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიები ადვილად წასაკითხი არ იქნებოდა. რადგან ამ პუნქტში შევცდი ბურჭულაძის პროგნოზში ახლაც შეიძლება შევცდე. მაგრამ მგონია, რომ ბურჭულაძე ამ ალიანსზე არ უნდა წავიდეს და უნდა ეცადოს, რომ თავისი ამომრჩეველი დაისაკუთროს",-აღნიშნა საყვარელიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner