logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: მალაშხიას ჩამოვუთვალო?
- +

16 მაისი. 2016. 02:09



გადაცემაში „პრიორიტეტი" უმრავლესობის წევრს, ომარ ნიშნიანიძესა და შოთა მალაშხიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.


ნიშნიანიძის განცხადებით წინა ხელისუფლებამ თითქმის ყველა ქვეყნისთვის სტრატეგული ობიექტი რუსეთს მიჰყიდა, ამიტომ დღეს მათგან კრიტიკის მოსმენა და შენიშვნების მიღება არაეთიკურია.


„ნებისმიერმა მესროლოს ქვა, რომლებსაც მართლაც აწუხებს ქვეყნის ბედი და რომელსაც არ აწუხებს, იმათგან ვერ მივიღებ ასეთ შენიშვნებს.

 

მალაშხიას ჩამოვუთვალო ის სტრატეგიულ ობიექტები, რომლებიც რუსეთს გადასცეს? ენერგეტიკულ ობიექტებზეა ლაპარაკი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული ობიექტები არის. დაწყებული ენგურჰესიდან დასრულებული რიონჰესამდე.

რეალური დიდი ქარხნები მათ რუსებს ჩააბარეს. მაგათგან ჩვენ მივიღებთ შენიშნვას? ჩააბარეს, მათ ჩააბარეს. მაგას რომ თავი დავანებოთ ტერიტორიები ჩააბარეს უაპელაციოდ, 150-მდე სოფელი და ტერიტორიების დიდი ნაწილი მიუმატეს.

მათ დააბრუნეს რუსული ბაზები საქართველოში."- განაცხადა ნიშნიანიძემ.

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner