logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ამ „პრო“- ებს ვეუბნები უარს! მე ვარ ქართველი!
- +

16 მაისი. 2016. 02:10



„ჩვენთან მოდად იქცა, ზოგი პროთურქია, ზოგი პრორუსია, ზოგი პროამერიკელია, პროაღმოსავლელი და ა.შ. ამ „პრო"-ებს მე ვეუბნები უარს! მე ვარ ქართველი!"- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ გადაცემა „პრიორიტეტში" შოთა მალაშხიასთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოებული პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აგრესიული იყო, სინამდვილეში მხოლოდ ფასადს წარმოადგენდა.


ნიშნიანიძის თქმით, არსებული ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს, ამიტომ რუსეთთან მოლაპარაკებები საჭიროა.


„მე ჩემი ქვეყნის ინტერესები უფრო მაწუხებს. ამიტომ ვარ ფრთხილი ვიდრე მაგალითად „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც აქეზებდა მეზობლებს. ჩვენ არ ვაკეთებთ ასე, ჩვენ ვართ პრაგმატული პოლიტიკის მომხრეები. დასავლური გზა ჩვენი არჩევანია, მაგრამ მათ შორის მტერთანაც  გვიწევს საუბარი."- აღნიშნა ნიშნიანიძემ. 


 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner