logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: როგორც ჩანს, ბადრის ჰქონდა დაზუსტებული ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის შესახებ
- +

28 ოქტომბერი. 2018. 01:13

 

 

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან წლების განმავლობაში მეგობრობდა, შოკირებულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების გამო და აცხადებს, რომ საზოგადოებამ ახლა მაინც უნდა გააცნობიეროს, თუ რა არაადამიანებთან აქვს საქმე სააკაშვილისა და მისი ხროვის სახით.

 

„რაც მოვისმინე, ყველაფერი თვალწინ დამიდგა... კიდევ ერთხელ გულისტკივილითა და მწუხარებით მახსენდება ბადრი, თავისი დიდი სიყვარულით, დიდი გეგმებითა და ჩანაფიქრით, რაც ამ ქვეყნისთვის უნდოდა, გაეკეთებინა. მე და ბადრი ახლოს ვიყავით, მაგრამ ჩემთვისაც კი გამოცანა იყო, თუ რატომ მიიღო 2007 წელს მსგავსი გადაწყვეტილება და რატომ შემოვიდა პოლიტიკაში. ამ კითხვებს პასუხი დღეს გავეცი! როგორც ჩანს, ბადრის ჰქონდა დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის აქციებამდე დიდი ხნით ადრე, კერძოდ, 2007 წლის თებერვალში, სააკაშვილს უკვე გაცემული ჰქონდა ბრძანება მისი ლიკვიდაციის შესახებ. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, როგორც ითქვა, 2007 წლის 4 და 5 თებერვლით თარიღდება, ანუ 2007 წლის ნოემბრის აქციებამდე 9 თვით ადრე სააკაშვილის ხელისუფლებაში უკვე აქტიურად განიხილებოდა და მზადდებოდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა“, - აცხადებს საგანელიძე.

 

კითხვაზე - ვინმესთვის ხომ არ უთქვამს ბადრი პატარკაციშვილს, რომ სააკაშვილი მოკვლას უპირებდა, საგანელიძემ განაცხადა, რომ პატარკაციშვილი არ იყო ის პიროვნება, რომელიც პანიკურ ყვირილს დაიწყებდა - არიქა, მკლავენო!

 

„ის ძალიან თავშეკავებული, გაწონასწორებული და ღირსეული კაცი იყო... მას არ ახასიათებდა მეგობრების, ახლობლების და ოჯახის წევრების დაზაფვრა და თავისი პრობლემებით ვინმეს შეშინება. გამორიცხულია, ბადრი პოლიტიკაში ჩარეულიყო! არაერთხელ უთქვამს - პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა ბიზნესი, საწარმოების გახსნა, ხალხის დასაქმება და გაჭირვებულის დახმარებაო! ეჭვი არ მეპარება, სხვა გზა არ დაუტოვეს, რადგან სააკაშვილის უბინძურესმა ბოროტების მანქანამ მის წინააღმდეგ საშინელი კამპანია დაიწყო...“ - აცხადებს დავით საგანელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner