logo_geo
eng_logo
პიტსბურგის სინაგოგაში სროლის შედეგად გარდაიცვალა 11 და დაშავდა ექვსი ადამიანი
- +

28 ოქტომბერი. 2018. 01:51

 

 

​პიტსბურგის სინაგოგაში სროლის შედეგად გარდაცვლილია 11 და დაშავებულია ექვსი ადამიანი. დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

 

თავდამსხმელი, 46 წლის რობერტ ბაუერსი, რომელიც სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლისას დაჭრეს, პოლიციას ჩაბარდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაუერსი გამოირჩეოდა ანტისემიტური შეხედულებებით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner