ჟურნალისტი, „აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს და რეგიონული კონფერენციების საკითხს ეხმიანება, სადაც ერთიანი სიის კანდიდატები განიხილეს და წარადგინეს.
ბერულავა, როგორც თავად წერს, რიგითი ამომრჩევლის პოზიციიდან აფასებს სიტუაციას და ზუგდიდში გამართული რეგიონული კონფერენციის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, დიდი ბოდიში, უნდა გითხრათ:
ერთის მხრივ, ძალიან მოსაწონი და მისასალმებელია, რომ რეგიონული ორგანიზაციები თავად წყვეტენ, თბილისიდან ჩარევის გარეშე, ვინ იყოს გამსვლელ სიაში და ვინ არა, ანუ, თავად ასახელებენ რჩეულებს.
მეორეს მხრივ, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვთქვათ, ზუგდიდის რჩეული სამიდან ერთი არის მერყევი პოზიციით ცნობილი, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის უცნობი პირი, რომელმაც ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე აქტიურად დაიწყო მათთან თანამშრომლობა და როცა მოხსნეს, მერე ისევ ენმ-ს მიაკითხა. და ეს ქალი, სამეგრელოს კვოტით, გამსვლელ სიაში მოხვდება, სავარაუდოდ. არაფერი პირადი, უბრალოდ, ფაქტები.
კიდევ ერთხელ ვამბობ - თქვენი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ ასე შორს ვერ გაფრინდებით.
რიგითი ამომრჩეველი, რომელმაც სხვა ამომრჩეველთა აზრი იცის", - წერს ლაშა ბერულავა.
შეგახსენებთ, ენმ-ს სამეგრელოს რეგონალურ კონფერენციაზე ერთიან სიაში თენგიზ გუნავას, ლაშა დამენიასა და ლელა ქებურიას კანდიდატურა წარადგინეს.