ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე სცენას ემშვიდობება. განცხადება ამის შესახებ მომღერალმა უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში გააკეთა.
2016 წელი ნანი ბრეგვაძისთვის საიუბილეოა. ქართული ესტრადის დედოფალს 80 წელი უსრულდება. იუბილესთან დაკავშირებით, მას გადაწყვეტილი აქვს გრანდიოზული საკონცერტო ტურნე ჩაატაროს.
შვილთან ეკა მამალაძესთან და შვილიშვილთან ნატალია ქუთათელაძესთან ერთად ნანი ბრეგვაძე მოსკოვს, სანკტ-პეტერბუგს და კიევს ეწვევა:
„იუბილესთან დაკავშირებით შემოქმედებითი გასტროლები აუცილებლად მექნება. დიდი სურვილი მაქვს შვილთან და შვილიშვილთან ერთად ჩავატარო კონცერტები, სადაც დაუკრავს დიდი ორკესტრი, საკონცერტო პროგრამა იქნება მრავალფეროვანი და აი, მაშინ მინდა ვთქვა - ნახვამდის, ჩემო ძვირფასო მსმენელო! სადამდე უნდა ვიდგე სცენაზე? უკვე შეუძლებელია!"