IDFI 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ინფორმაციის თანახმად, რომელიც ორგანიზაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა, 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ სულ გაცემულია 11 595 სახელმწიფო ჯილდო, საიდანაც ყველაზე მეტი - 5525 იყო ღირსების ორდენი, 2541 - ღირსების მედალი, ხოლო 1160 - მედალი მხედრული მამაცობისთვის.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფო ჯილდოების გაცემის სიუხვით განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უკანასკნელი წლები გამოირჩევა, მაგალითად 2012 წელს 2681 სახელმწიფო ჯილდო, ხოლო 2013 წელს 1926 გაიცა.
„2005 წელს, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, რომელიც გაიცემა საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა ჯორჯ ბუში (უმცროსი), 2006 წელს ჯონ მაკკეინი, 2007 წელს ირაკლი ქუთათელაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ვალდას ადამკუსი, ლეხ კაჩინსკი, 2008 წელს ერეკლე კოდუა, ვლადიმერ გურგენიძე, ვახტანგ კიკაბიძე, გიორგი მებონია, ზურაბ ფოჩხუა, მამუკა გვასალია, ონისე ქისტაური, ავთანდილ ლომიძე, ნიკოლოზ ძებნიაური, შალვა ჯანაშვილი, გიორგი მარგიანი. 2013 წელს - 30 პირი, მათ შორის: დავით ბაქრაძე, ალექსანდრე ხეთაგური, ანდრო ბარნოვი, კახა ბენდუქიძე, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე კუბლაშვილი, ნიაზ დიასამიძე, დავით ბეჟუაშვილი, ილჰამ ალიევი, გელა ჩარკვიანი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება თამარ მეფის ორდენს, რომელითაც ჯილდოვდებიან ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ქალები, 2013 წელს ამ ორდენით დაჯილდოვდა 39 პირი, მათ შორის: ეკა კვესიტაძე, მაია ასათიანი, ნანა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია, ნინო შუბლაძე, ხატია ბუნიათიშვილი.
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით კი, რომელიც ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის. 2012 წელს ამ ორდენით სულ დაჯილდოვდა 43 პირი, მათ შორის: ზაზა კორინთელი, გიორგი უშიკიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, დონალდ ტრამპი, თემურ იაკობიშვილი, ლევან ვარშალომიძე, ცეზარ ჩოჩელი.
2013 წელს კი სულ დაჯილდოვდა 154 პირი, მათ შორის: აკაკი ბობოხიძე, ვიტალი კლიჩკო, ზაალ უდუმაშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, გიორგი ლიფონავა, პავლე კუბლაშვილი, ნიკა ტაბატაძე, დავით კიკალიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელდარ შენგელაია, ნათია ბანძელაძე, ირმა ნადირაშვილი, ზაალ სამადაშვილი, ნიკა გვარამია, დავით კირკიტაძე, ბაიარ შაჰინი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, სერჟ სარგსიანი, ალმაზბეკ ატამბაევი, ისლამ კარიმოვი, მეჰრიბან ალიევა, დონალდ ტუსკი, მანანა მანჯგალაძე, ზურაბ დარჩიაშვილი, იაკობ ზაქარეიშვილი, გიორგი ტუღუში, შოთა მალაშხია, გიორგი კარბელაშვილი, გიორგი კანდელაკი, ალექსანდრე კვიტაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2013-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჯილდოს ჩამორთმევის უფლებით არ უსარგებლია.
სახელმწიფო ჯილდოებთან ერთად, ასევე, გაიცემა გარკვეული ოდენობის ერთჯერადი ფულადი პრემია, კერძოდ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენთან ერთად 60000, თამარ მეფისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენთან ერთად კი 1000 ლარი.