logo_geo
eng_logo
შსს-მ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ინციდენტის გამო, ორი ადამიანი დააკავა
- +

28 ოქტომბერი. 2018. 14:16

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში ორი ადამიანი დააკავა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რ-ნის სოფ. იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით.

 

მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ აღნიშნულ უბანზე. დადგინდა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ფ.კ.-ს და პარტია „ქართული ოცნების“ წევრ ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

 

როგორც შსს-ში აცხადებენ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ. პოლიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი – არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner