logo_geo
eng_logo
„7 ვარსკვლავიანი სასტუმროდან ლიფტით ჩადიხარ უნიკალურ, ველურ ბუნებაში...“
- +

16 მაისი. 2016. 03:33

 

 

„ქალაქიდან ადიხარ ტრანსპორტის გარეშე და ხვდები უნიკალურ ბუნებაში, სწორედ ამ შენობიდან, 7 ვარსკვლავიანი სასტუმროდან  ლიფტით ჩადიხარ ხევში. სულ 3 წუთი გინდა და ხვდები უნიკალურ, ველურ ბუნებაში. იქ უნიკალური ხევია. ამ პროექტის უნიკალურობა სწორედ ეს ხევია." -განაცხადა საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 2030″ პროექტ „პანორამა თბილისზე" საუბრისას.


პირველი ღირსება ამ პროექტის სწორედ ეს ხევი გახლავთ, ადგილების გადატანას რომ აპირებს ელისაშვილი. ძველ თბილისს ის არ აზიანებს, არაფერში ხელს არ უშლის. "- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.


ივანიშვილის განცხადებით, ხევი, სადაც ამჟამად წელიწადში 10 ტურისტი თუ გაივლის, პროექტის განხორციელების შემდეგ იქნება თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ტურისტებისთვის.


„ქალაქის ცენტრიდან საბაგიროთი 3 წუთში უნიკალურ ბუნებაში ხვდები. პროექტის რენტაბელობაზე აქ წარმოუდგენელია საუბარი. ამ პროექტმა თავისი თავი შეიძლება ვერასდროს ვერ გამოისყიდოს. სწორედ რომ ჩემნაირმა „ახირებულმა" კაცმა შეიძლება გააკეთოს ეს პროექტი. მე ხელმეწიფება და საშუალება მაქვს, რომ ჩემს ქალაქს დავეხმარო. ღმერთმა დამიფაროს, რომ ამ სასტუმროთი გამდიდრებას  ვაპირებდე. 100 წელიწადი არ მინდა არანაირი სასტუმრო, ახალი თავის ტკივილი."- განაცხადა მან.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner