საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას კონკრეტული პიროვნება არაფორმალურად მართავს, საფუძველს მოკლებული და აბსურდია.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, არაბუნებრივია ის, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი, რომელიც საქართველოს მოქალაქც კი არ არის, დღეს საქართველოში პარტიას მართავს.
„ვინც მე მიცნობს და ვინც იცის ჩემი მასთან ურთიერთობის ისტორია, ძალიან კარგად იცის, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც პრინციპულ საკითხზე კომპრომისზე წავა! ჩვენ გვქონდა ძალიან ღია საუბარი და ჩვენ მკაფიოდ ვისაუბრეთ, რომ ის აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და აბსოლუტურად სრული თავისუფლება მექნება იმ გადაწყვეტილებებში, რაც უნდა მივიღო.
მის ადგილას კიდევ ძალიან ბევრს ითმენს და დიდი ხნის წინ ავიცრუებდი გულს, მაგრამ რადგან ის გრძნობს პასუხისმგებლობას და არ არის გულგრილი რაც ახლა ხდება, ჩვეულებრივია, რომ მასთან იყოს საქმიანი ურთიერთობა. ამაში რატომ არის რამე ნეგატიური?
არაბუნებრივი უფრო ის არ არის, რომ ოდესის გუბერნატორი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც კი არ არის საქართველოში პარტიას მართავს? ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ვეღარ მართავს, მაგრამ მცდელობები აქვს.
უმცირესობის ლიდერი როდესაც იმართება ქვეყნის გარედან, ეს არ არის არაფორმალობა?"