logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: მე ნაციონალისტი ვარ, გამოიყენეთ ეს სიტყვა!
- +

29 ოქტომბერი. 2018. 05:18

 

 

„მე ნაციონალისტი ვარ, გამოიყენეთ ეს სიტყვა“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ტეხასის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატიული პარტიის მმართველობა ქვეყნას არ სჭირდება.

 

„რადიკალ დემოკრატებს საათის შემობრუნება და ხელისუფლების კორუფციონერი, ძალაუფლებით დაუკმაყოფილებელი გლობალისტების დაბრუნება სურთ. იცით ვინ არიან გლობალისტები? გლობალისტი არის ადამიანი, რომელსაც სურს, რომ მსოფლიო იყოს კარგად, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, საერთოდ არ ანაღვლებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ეს არ გვჭირდება. არის ერთი ძველმოდური სიტყვა, ნაციონალისტი. იცით? მე ნაციონალისტი ვარ და გამოიყენეთ ეს სიტყვა“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner