logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მიიღეთ დავალება და ხვალიდანვე დაიწყეთ შეხვედრები მოსახლეობასთან!
- +

16 მაისი. 2016. 05:53

 

 

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე.


„დღეიდან, როგორც პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე თქვენთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენი გუნდის საქმიანობაზე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს იყოს წარმატებული ადამიანების გუნდი.

მივმართავ ყრილობის დელეგატებს, მიიღეთ დავალება და ხვალიდანვე დაიწყეთ შეხვედრები მოსახლეობასთან!

ხელისუფლების ვალია, რაც შეიძლება ცოტა ადამიანს სჭირდებოდეს დახმარება. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. მე ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და სწორედ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენა მიმაჩნია რეალურ გამოსავლად. სწორედ ამ გზით იქმნება ახალი ბიზნესი, ახალი სამუშაო ადგილები და ასე დაიძლევა უმუშევრობა. ჩვენ ვიწყებთ ეგრეთ წოდებული ,,სტარტაპების" პროგრამას, რომელიც გულისხმობს პერსპექტიული, ინოვაციური, საინტერესო ბიზნესიდეებისა და წინადადების დაფინანსებას, სახელწიფოს მხრიდან მათ ხელშეწყობას, ვისაც დღეს ამის ფინანსური რესურსი არ გააჩნია," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც მოუწოდა დამწყებ ბიზნესმენებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს - ჩაერთონ პროგრამაში და დაიწყონ ბიზნესიდეების განხორციელება.


პარტიის რიგით IV ყრილობაზე დელეგატებმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი ერთხმად აირჩიეს.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner